„პატრიოტებს“ მანდატები დაჩქარებულად შეუჩერეს

04 იანვარი 2021, 20:06 1302 ნახვა

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია  და გოჩა თევდორაძე პარლამენტის წევრები აღარ არიან. მათი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი კანონმდებლებმა რიგგარეშე სესიაზე დაუჭირეს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ არ ჩახსნა სიები, რის გამოც მოლოდინი აქვთ ადგილმონაცვლეებმა დაიკავონ იმ პოლიტიკოსების სკამები, რომლებიც მანდატებზე ოფიციალურად იტყვიან უარს."პატრიოტთა ალიანსი" პირველი პოლიტიკური პარტიაა, რომლის წევრთა მანდატებზე პარლამენტმა მსჯელობა დაიწყო.

კანონმდებლებს არ განუხილავთ სხვა პარტიების იმ  51 დეპუტატის საკითხი, რომლებმაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებზე ადრე მოითხოვეს. მათი საკითხის განხილვას უმრავლესობა საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ჭრილში აანონსებს.

პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას რეგლამენტის დარღვევას უწოდებს ირმა ინაშვილი და „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ პარტიას დატოვებს ყველა, ვინც მე-10 მოწვევის პარლამენტში შევა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი