პარლამენტარის მანდატის გამოყენების თხოვნით ცესკო-ს ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემაც მიმართეს

04 იანვარი 2021, 17:50 943 ნახვა

დავით ზილფიმიანი,ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე - პარლამენტარის მანდატის გამოყენების თხოვნით ცესკო-ს პატრიოტთა ალიანსის სამმა წევრმა უკვე მიმართა.   ისინი პატრიოტთა ალიანსის სიის წევრები არიან, რომლებიც ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლებენ, რადგან პარტიის სამმა წევრმა ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ მანდატებზე უარი თქვეს.  

„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე  სულ ოთხი მანდატი მოიპოვა.   „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერი, ავთანდილ ენუქიძე იყო პარტიიდან პირველი, რომელმაც  უარი არ თქვა მანდატზე, თუმცა ჯერ ის პარლამენტში არ გამოჩენილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი