გერმანიაში ეკლესიის მრევლი რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს

04 იანვარი 2021, 15:00 1452 ნახვა

შეზღუდვების დარღვევის გამო გერმანიაში პოლიციამ მრევლი დააჯარიმა.  ინციდენტი ქალაქ ჰერფორდში მოხდა.  პოლიციის განცხადებით, 100-ზე მეტ ადამიანს ჯარიმა მასობრივი შეკრების აკრძალვის შესახებ წესის დარღვევისა და სოციალური დისტანციის დაუცველების გამო გამოუწერეს. 

ეკლესიაში მრევლს პირბადეები არ ეკეთა და საგალობლებს ასრულებდა, რაც ასევე აკრძალულია. ეპიდემიოლოგების თქმით, ამ დროს ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება.  პოლიციამ შეკრების ორგანიზატორებს უფრო მკაცრი სანქციები დააკისრა. გერმანიაში არსებული რეგულაციით, ეკლესიებში 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება დაუშვებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი