პარლამენტში ,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების-ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობენ. მანამდე სამივე დეპუტატის განცხადება იურიდიულ კომიტეტზე განიხილეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარტიამ ცესკოში პარტიული სია არ გააუქმა, ამიტომ სწორედ პატრიოტთა ალიანსის განცხადებების განხილვით დაიწყეს ეს პროცესი.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ითვალისწინებენ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პროცესებს. ირმა ინაშვილი გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ პარლამენტში მიმდინარე პროცესებს და განაცხადა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის მიმართვა საკანონმდებლო ორგანოს ერთად უნდა განეხილა და მხოლოდ სამი დეპუტატის განცხადების განხილვა რეგლამენტის უხეში დარღვევაა.