საქართველოს პრემიერ-მინისტრი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

04 იანვარი 2021, 13:22 948 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.

''განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი პატრიარქის წვლილი ჩვენი ეკლესიების აღდგენასა და ერის განათლებაში.

ახლაც, როცა მთელი მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა ჩვენ, მთელ საქართველოს გვაძლევს განსაკუთრებულ ძალას, ერთმანეთზე ზრუნვით გადავლახოთ უდიდესი განსაცდელი.

ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას'' - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში