2020 წლის 3 კვარტლის მიხედვით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 2018 და 2019 წლების ანალოგურ პერიოდებთან შედარებით გაზრდილია. 2018 წელს იყო 32 მილიარდ 328 მილიონი, 2019 წელს 35 მილიარდ 358 მილიონი და წელს 35 მილიარდ 500 მილიონი.
რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას კვლავ 3 კვარტლის მონაცემებით, მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა გაზრდილია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან.
შედეგები, სუბსიდირება წარმოებაზე, 2018 წელს 173 მილიონი იყო, 2019-ში გაიზარდა და 200 მილიონს გადააჭარბა, წელს კი 219 მილიონი იყო და რა მოგება დარჩა ბიზნესს, მათი წმინდა მოგება 3 კვარტლის ანალოგურ პერიოდებთან შედარებით იყო შემდეგი.
2018 წელს 8 მილიარდ 833 მილიონი, 2019 წელს 9 მილიარდ 635 და წელს მათი მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა და 6 მილიარდ 945 მილიონი იყო.