ყველაზე უფრო მაშინებს ახალი წელი, როცა ბევრი ადამიანი შეეცდება ძველებურად შეხვდეს ახალ წელს - იმნაძე 

29 დეკემბერი 2020, 12:00 1148 ნახვა

ყველაზე უფრო მაშინებს ახალი წელი, როცა ბევრი ადამიანი შეეცდება ძველებურად შეხვდეს ახალ წელს - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ გააკეთა. 

პაატა იმნაძე ამბობს, რომ 10 იანვრის შემდეგ შესაძლოა შემთხვევების მატება დაფიქსირდეს. 

რაც შეეხება მოლებს, მისივე განმარტებით, მოქალაქეები წესებს იცავენ. 

''სამწუხაროდ პირადად ნახვის საშუალება არ მქონია, მაგრამ რაც მაქვს ინფორმაცია ყველგან, განსაკუთრებით დიდ მოლებში, კარგად არის დაცული წესები, დისტანცია, ნიღაბი. აქედან გამომდინარე განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა და ამას მგონი  ჩვენი შეფასება არ სჭირდება, ხედავთ როგორი ვითარება იყო ნოემბრის  ბოლოს და როგორია დღეს. 

ეს ყველაფერი არ არის  სტაბილური. დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არა მგონია მაღაზიებმა და ვაჭრობამ დიდად მოუმატოს შემთხვევების რიცხვი. 

მე  ყველაზე უფრო მაშინებს ახალი წელი, როცა ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება  შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს თავისი ახლობლები. შესაბამისად 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შეიძლება შემთხვევებმა იმატოს'' - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი