შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში ახალი შემთხვევების მაჩვენებელი იანვრის ბოლოსთვის შეიძლება 5000-მდე გაიზარდოს - გამყრელიძე

28 დეკემბერი 2020, 12:32 1595 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, თუ ქვეყანაში იმ ტიპის შეზღუდვები გაგრძელდება, რომლებიც დღეს მოქმედებს იანვრის ბოლოს ინფიცირების ახალი შემთხვევები ყოველდღიურად 1571 იქნება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში შესაძლოა ყოველდღიური მაჩვენებელი 5000-მდე გაიზარდოს.

"თუ დაახლოებით ამ ტიპის შეზღუდვებს რაც დღეს მოქმედებს ქვეყანაში ჩვენ გავაგრძელებთ იანვრის ბოლომდე,  გვექნება 1571 ყოველდღიური შემთხვევა. ეს შემთხვევების რაოდენობა იქნება რასაც იჭერს ქვეყანა და რასაც ვერ იჭერს. რასაც დაიჭერს იქნება დაახლოებით 800-900, რასაც ვერ დაიჭერს იქნება დაახლოებით 600-700. თუ მოვუშვით შეზღუდვები მაშინ იანვრის ბოლოსთვის შეიძლება მაჩვენებელი ავიდეს 5000-ზე.

ამავე დროს შეზღუდვებთან ერთად თუ ავალთ პირბადის ტარების მხრივ 70% დან 95%-მდე მაშინ იანვრის ბოლოს ყოველდღიური მაჩვენებელი რასაც სისტემა დაიჭერს და ვერ დაიჭერს იქნება 728-ის ფარგლებში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სიტუაციის დამშვიდებისკენ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავიცვათ რეკომენდაციები"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი