ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა

28 დეკემბერი 2020, 11:44 1103 ნახვა

72 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა. ალექსანდრე ხომერიკი 1977 წელს, ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი, ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში. 1981–1982 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის „ლა სკალაში“. 1993 წლიდან ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო. დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის და მემედ აბაშიძის სახელობის პრემიებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი