დაპირისპირება პოლიციასა და გარემოვაჭრეებს შორის

27 დეკემბერი 2020, 15:20 1196 ნახვა

ნავთლუღის ბაზარში გარემოვაჭრეებმა დახლების დადგმა სცადეს, რისი უფლება მათ პოლიციამ არ მისცა. გარემოვაჭრეების განცხადებით, ისინი რეგიონებიდან ჩამოვიდნენ და ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მათივე თქმით, იცავენ დისტანციას და რეგულაციებით გათვალისწინებულ ყველა წესს შეასრულებენ.

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნა. დიდ ქალაქებში დაშვებულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა, თუმცა დამატებითი რეგულაციების პირობებში. კერძოდ, სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი