წინასაახალწლოდ წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, განსაკუთრებულად გამკაცრებულია კონტროლი იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია. წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია.
რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. უკანონოდ მოპოვებაზე გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2 000 ლარამდე.
ასევე, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობაც, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1 000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.