ქაფშიით მოვაჭრეები ახალ წლამდე გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ

25 დეკემბერი 2020, 16:32 1228 ნახვა

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ​ქაფშიით მოვაჭრეები ახალ წლამდე გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ. ამბობენ, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და მერიას დარჩენილი პროდუქციის რეალიზების უფლებას სთხოვენ.

ირწმუნებიან, რომ მომავალი წლიდან აკრძალვას დაემორჩილებიან და ბაზარში გადაინაცვლებენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ გზას გადაკეტავენ და აქციებს მოაწყობენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი