გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების შემოწმება მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, რეალიზატორები ვალდებულნი არიან, იქონიონ გასაყიდად გამოტანილი ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა.
''სწორედ ამ დოკუმენტითაა შესაძლებელი იმის დადგენა, რომ ხე-მცენარე კანონიერი გზით - სანერგეში, პლანტაციაში, ან საკარმიდამო ნაკვეთშია მოპოვებული. იმ შემთხვევაში კი, თუ რეალიზატორი იმპორტირებულ ხე-მცენარეს ყიდის, მან იმპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა 200-დან 2000 ლარამდე მერყეობს, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობაც ემატება.
თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.