საქართველოს პარლამენტში მმართველ გუნდს პატრიოტთა ალიანსის სიით მეოთხე დეპუტატი ავთანდილ ენუქიძეც შეურთდება. მან ამის შესახებ ჩვენს მაუწყებელს ექსკლუზიურად უთხრა. მისი თქმით, იგი სააკაშვილთან და ბოკერიასთან გვერდით გარეთ ვერ დადგება და მისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიაშიც კარგად იცოდნენ, თუმცა სიის პირველმა სამმა ნომერმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უკვე უარი განაცხადა.ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში ალიანსის მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნომრები უნდა შევიდნენ.
ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ენუქიძე პარტიის შემომწირველია და თავისუფალია ქმედებებში.
სხვა ოპოზიციურ პარტიებში მიიჩნევენ, რომ ეს საერთო სურათს არ შეცვლის, მმართველ გუნდში კი ენუქიძის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ მასთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა.