განმეორებითი კენჭისყრა მარნეულსა და ზუგდიდში

23 ოქტომბერი 2016, 00:00 3231 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მარნეულის #48-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 381 ხმა მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 313 ხმა. რაც შეეხება ზუგდიდს, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ედიშერ თოლორაიას მხარი 981-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სანდრა რულოვსს კი 438-მა.

ამავე კატეგორიაში