ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინას უფასოდ გაუკეთებენ

22 დეკემბერი 2020, 12:16 873 ნახვა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტაქსის მძღოლებს მოუწოდებს ჩაიტარონ გრიპის ვაქცინაცია. მსურველებს სეზონური გრიპის ვირუსზე აცრების ჩატარება  პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში შეუძლიათ.  მიზნობრივი ჯგუფების გარდა,  უფასო ვაქცინაციისთვის ბარიერი მოიხსნა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვისაც,  ასევე აცრების გაკეთება შეუძლიათ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებსაც.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ვაქცინის 65 ათასი დოზაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი