დაწესდება თუ არა შეზღუდვები?

21 დეკემბერი 2020, 18:03 1390 ნახვა

მოიხსნება თუ არა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან - საკოორდინაციო საბჭოს დღეს გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. ეკონომიკური გუნდის მინისტრები აცხადებენ, რომ საკითხზე კონსულტაციები სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებთან გრძელდება.

ნათია თურნავა ამბობს, რომ ხელისუფლებამ შეზღუდვებთან დაკავშირებით დაბალანსებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს  იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა გარკვეული ლიბერალიზაცია, ობიექტებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა მოუწევთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი