გიორგი გახარია ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა

21 დეკემბერი 2020, 15:00 1085 ნახვა

საქართველოს ხელისუფლების რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე უდავოდ სანაქებოა - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

''მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ჰანს კლუგემ მაღალი შეფასება მისცა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში და ხაზი გაუსვა როგორც კლინიკური სასტუმროების, ისე ონლაინ კლინიკის უმნიშვნელოვანეს როლს. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლუგარის ლაბორატორიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს. აღინიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჰანს კლუგემ გიორგი გახარიას ამ მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

გიორგი გახარიამ და ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ისაუბრეს ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებასა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის როლსა და მუშაობაზე. ყურადღება გამახვილდა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა, შეზღუდვების ორთვიანი გეგმის ფარგლებში, დეკემბრის დასაწყისიდან ახორციელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი