ბათუმში ხვალ უნალექო ამინდი იქნება, 23 და 24 დეკემბერს კი მოსალოდნელია წვიმა

21 დეკემბერი 2020, 10:41 3185 ნახვა

აჭარაში ხვალ დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +11, +13 გრადუსამდე დათბება.

23 და 24 დეკემბერს კი ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება, სანაპირო ზოლში მოსალოდნელია წვიმა, მთასა და მაღალმთაში თოვლი და ქარბუქი.

ტემპერატურა სანაპიროზე +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს, მთიან ზონაში 0, +2, მაღალმთაში -4, -6 გრადუსამდე.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი