კოვიდ-19-თან ბრძოლასთან დაკავშირებით ამოქმედებული რეგულაციების დარღვევის 814 ფაქტი გამოავლინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. პოლიციამ 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 711 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.