სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში

18 დეკემბერი 2020, 15:04 1239 ნახვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საპარლამენტო არჩევნების გაშუქების საბოლოო მედიამონიტორინგს აქვეყნებს. „აჭარის ტელევიზიის“ საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ეთერში ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. „ქართული ოცნება“ გაშუქდა ყველაზე ნეგატიურად, დროის 20 % უარყოფითი ტონით. 10-10 პროცენტი დადებითი და უარყოფითი ტონი, გაშუქების კუთხით, თანაბრად აქვს ადგილობრივ მთავრობას, ნეიტრალური ტონი 80 პროცენტი. მონიტორინგის მიხედვით გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალურია. სამონიტორინგე პერიოდში ყველა თემა უმეტესად ზედაპირულად შუქდებოდა. თუმცა, ჟურნალისტები პრობლემურ თემებზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის მთავრობისგან პასუხის მოთხოვნაზე უკან არ იხევდნენ. „აჭარის ტელევიზია“ გამოირჩეოდა ადგილობრივი პრობლემების გაშუქებით. მის ეთერში ხშირად ისმოდა მოქალაქეების ხმა. სიუჟეტებში რესპონდენტები ჩიოდნენ გაჭირვებაზე. აჭარის ტელევიზიიდან, მოქალაქეების მხრიდან, ხშირად ისმოდა ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკა. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრიდან „მთავარის“ ეთერში, რუბრიკაში „მაჟორიტარის პლატფორმა“ თანაბრად ეთმობოდა 6-6 წუთი საქართველოს პარლამენტში აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. ეს ფორმატი ხელს უწყობდა ამომრჩევლის უკეთ ინფორმირებას. მანამდე ანგარიში გამოაქვეყნა ეუთო ოდირმა, სადაც აჭარის ტელევიზიის გაშუქების ტონი ნეიტრალურად და მიუკერძოებლად შეფასდა. ასეთივე დასკვნა გამოაქვეყნა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში