ამ წუთებში „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი მომავალ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები ოპონენტებს შორის – ოპოზიციის წევრებს პასუხი არ აქვთ. ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას ეკისრება, რომელიც მათი განმარტებითვე, მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს, არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს დგამს და მათ შანტაჟის ენით ესაუბრება.