პარტია „სახე პლიუსის“ ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს. ედნარ ბაგრატიონი პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი მოთხოვნები არ შესრულდა, რისთვისაც უმაღლესი საბჭოს შენობის წინ კარავში 16 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ამ დროის განმავლობაში კი, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, მასთან მმართველი გუნდის წევრები შესახვედრად არ მისულან. ვიდრე ხელახალი არჩევნები არ გაიმართება და უსკოს შემადგენლობა არ შეიცვლება „სახე პლიუსი“ კარვის აღებას არ აპირებს.