„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სადეპუტატო მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.
"პარლამენტთან ვარ მოსული, რომ განცხადება შევიტანო მანდატზე უარის თქმის თაობაზე. მოლაპარაკებები, შესაძლოა, გაგრძელდეს თვეები, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ახლა გამეკეთებია" - ამბობს ჯაფარიძე.
ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებას იაგო ხვიჩია გამოეხმაურა. რატომ აჰყვა ზურაბ ჯაფარიძე დანარჩენებს სპექტაკლში ჩემთვის გაურკვეველია - ამბობს ''გირჩის'' კიდევ ერთი ლიდერი.
"გირჩის'' სტრატეგია არის, რომ არ ავყვეთ არცერთ სპექტაკლს. ზურაბ ჯაფარიძე წავიდა, მან შეიძლება ახალი "გირჩი" გააკეთოს, მაგრამ თვითონ თქვა ამაზე უარი. მე მგონია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ დაუშვა შეცდომა და ახლაც უშვებს, როცა აუქმებს მანდატს. იმიტომ, კი არა, რომ პარლამენტში ჩვენ შევდივართ, შეიძლება ჩვენ პარლამენტში არც შევიდეთ. ოპოზიციასთან ერთად შევალთ თუ შევალთ, ცალკე ხომ არ შევალთ არა?! გიჟები ხომ არ ვართ.
დღეს, რომ ის წერს განცხადებას, თითქოს მისი პარტიიდან სხვას უნდოდეს შესვლა და თვითონ უფრო მაგარი ოპოზიციონერი გახდა. ეს არ არის სერიოზული. რატომ აჰყვა ზურაბ ჯაფარიძე დანარჩენებს სპექტაკლში ჩემთვის გაურკვეველია" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტს გუშინ მიმართა.