შეხვედრა კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებთან

15 დეკემბერი 2020, 18:01 1280 ნახვა

ეპიდვითარების სტაბილიზაციისთვის  დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანობაზე, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზებასთან დაკავშირებით  იმსჯელეს კლინიკების  წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ  სიტუაციის შედარებით სტაბილიზაცია  არსებული შეზღუდვების შედეგია და მათი შემსუბუქების დროს  განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

შეხვედრისას აგრეთვე განიხილეს კლინიკურ სასტუმროებში არსებული მდგომარეობა, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ მართვაზეა 6 300 პაციენტზე მეტი, მათგან 2 900-მდე კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობს. შეხვედრის  შესახებ ინფორმაცია და  ვიდეო მასალა მთავრობის ადმინისტრაციამ  გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი