მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გახდა.მან ეს პოსტი მეორედ დაიკავა. იგი ქართული ოცნების დეპუტატებმა ცოტა ხსნის წინ ფარული კენჭისყრით აირჩიეს. მეხუთე მოწვევის პირველ სხდომას მხოლოდ 14 დეპუტატი ესწრება ქართული ოცნებიდან, ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და მანდატებზე უარს აცხადებს. რამდენიმე წუთში კომიტეტების თავმჯდომარეებს აირჩევენ.