აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს

15 დეკემბერი 2020, 14:16 2330 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს. მმართველი გუნდის 14-მა დეპუტატმა მას თავმჯდომარის მანდატი 4 წლით კვლავ ჩააბარა.

"ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ უნდა იმუშაოს დარგობრივ კანონმდებლობაზე და ფაქტობრივად ამ ნაწილში სივრცე აბსოლუტურად თავისუფალია, რომ მაქსიმალურად გავშალოთ საკანონმდებლო საქმიანობა და ამ მიმართულებით კომიტეტების იმედი მაქვს. დარგობრივი კანონმდებლობა, ვფიქრობ არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოსთვის. 

ჩვენ, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის ბერკეტი, რომელიც გვაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მიზნით და საგაზაფხულო სესიიდან ჩვენ დავიწყებთ მინისტრის საათში მუშაობას, მოვუსმენთ ოთხივე მინისტრის, შემდეგ მოვუსმენთ მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს"- განაცხადა დავით გაბაიძემ.

დღესვე დეპუტატებმა თავმჯდომარის მოადგილე უნდა აირჩიონ, ვიცე-სპიკერის პოსტს ტიტე აროშიძე დაიკავებს.

მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას მმართველი გუნდის 14 დეპუტატი ესწრება. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი