ხვალ ბათუმში იწვიმებს და ტემპერატურა 13 გრადუსამდე დაიკლებს

15 დეკემბერი 2020, 10:37 1383 ნახვა

გასულ დღეებში, ბათუმში დეკემბრისთვის უჩვეულოდ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში +21, +23 გრადუსი ფიქსირდებოდა და პერიოდულად ქროდა აღმოსავლეთის ცხელი ფიონი.

თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი დღეს შენარჩუნდება, ტემპერატურა ბათუმში +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.

16 და 17 დეკემბერს აჭარაში მოსალოდნელია პერიოდულად წვიმიანი ამინდი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +11, +13, მთაში +6, +8 გრადუსი იქნება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15-20 მეტრ წამამდე.

18 დეკემბრიდან გამოიდარებს.

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი