ოპოზიცია ელჩების მზაობის შემთხვევაში დიალოგის რეჟიმში დაბრუნებაზე უარის თქმას არ აპირებენ. თუმცა აცხადებენ, რომ მთავარ მოთხოვნაზე- ხელახალ არჩევნებზე პოზიციებს არ თმობენ.
როდის ჩაინიშნება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების რიგით მეხუთე შეხვედრა ჯერ უცნობია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მომდევნო რაუნდზე სახელისუფლებო პარტია რეალური წინადადებით უნდა მივიდეს.