ნოემბრის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის დასახმარებლად მაკროფინანსური დახმარების სახით 100 მილიონი ევრო გამოუყო.
კარლ ჰარცელის ინტერვიუ ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა, რომელშიც დიპლომატი აცხადებს, რომ, თანხის 2/3 გრანტია, დანარჩენი კი - მაქსიმალურად შეღავათიანი სესხი. კარლ ჰარცელის განცხადებით, 100 მილიონი ევროს მოცულობის სესხის დიდი ნაწილი უკვე ჩაერიცხა საქართველოს.