შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 735 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 642 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.