საქართველოს მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა

11 დეკემბერი 2020, 17:08 1177 ნახვა

საქართველოს მთვრობამ უფლებამოსილება მოიხსნა და დღეიდან ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

''საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბატონმა გიორგი გახარიამ მოგვმართა  იმისი შესახებ, რომ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას, საქართველოს პარლამენტის წინაშე, როგორც ეს  კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. მივიღოთ ცნობად მისი წერილი'' - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

პროცედურულად, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს.

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა, რის შემდეგაც განხილვის პროცესი კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი