მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე რამდენიმე წუთი რჩება

11 დეკემბერი 2020, 11:15 1291 ნახვა

საპროტესტო აქციის პარალელურად  ქვეყნის  საკანონმდებლო ორგანოში მეათე მოწვევის დეპუტატებმა პარლამენტში მისვლა დაიწყეს.  რამდენიმე წუთი რჩება სხდომის დაწყებამდე, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი გახსნის. პრეზიდენტის  გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცესს წევრს გადაეცემა.ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" წარმომადგენელ ლადო კახაძეს,  რადგანაც "ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციის" სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა ყველაზე უხუცესი ამ მოცემულობით , თუმცა, რადგან სხდომას ოპოზიცია არ დაესწრება, სხდომას გაუძღვება სწორედ ქართული ოცნების ყველაზე უხუცესი წევრი .

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში