მთავრობის 300-ლარიანი დახმარება უკვე 14 302 ადამიანმა მიიღო

09 დეკემბერი 2020, 18:01 1982 ნახვა

მთავრობის 300 ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო და ის 14 302 პირმა უკვე მიიღო. სააგენტოს ცნობით, დახმარებების მისაღებად ელექტრონული განცხადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დღევანდელი მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ 25 581  განაცხადი დარეგისტრირდა.

ერთჯერადი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებსაც მთავრობის მიერ დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა. განაცხადებში წარდგენილი ინფორმაციების საფუძველზე შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა მოქალაქე კომპენსაციის გაცემის პირობას. მხოლოდ ამის შემდეგ, მიიღებენ ისინი დახმარებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი