მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა. იგი თავად გახსნის პირველ სხდომას. საქართველოს საკანონმდებლო ორგანო პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას დაესწრება ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე და გადამწყვეტი რაუნდი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.