 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            მიმდინარე კვირის განმავლობაში, აჭარაში მხოლოდ ხვალ იწვიმებს და შედარებით აცივდება, დღის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +12, +14 გრადუსი იქნება, მთაში +6, +8 გრადუსი.
ზეგ, 10 დეკემბერს გამოიდარებს და კვირის ბოლომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა დღის საათებში სტაბილურად +16, +18 გრადუსი იქნება, შესაძლებელია +20 გრადუსიც, პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის შედარებით ძლიერი ფიონი (თბილი ქარი) 17-22 მეტრ წამამდე.
ფოტო: ბათუმის ბულვარი
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            