სააპელაციო სასამართლომ კარტოგრაფების საჩივარი არ განიხილა

08 დეკემბერი 2020, 11:20 839 ნახვა

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან. სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა. ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველის, გიორგი მახარაძის გაცხადებით, გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. ადვოკატი აღნიშნავს, რომ გადაწყეტილება მიუთითებს მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზე და განაჩენს სტრასბურგში გაასაჩივრებენ. შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი არის დაკავებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი