საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარის პირველი რიგის ამოცანა მოადგილეების დანიშვნაა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი მოადგილის კანდიდატურად მერაბ ტურავას წარადგენს თავაძე არ ადასტურებს. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად კანონით მინიჭებულ ათდღიან ვადას გამოიყენებს. ზაზა თავაძე ხუთი ხმით პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ გუშინ 5 წლის ვადით აირჩია. თუმცა მას მოსამართლეობის უფლებამოსილება 3 წელიწადსა და შვიდ თვეში ეწურება და თავმჯდომარის თანამდებობასაც ამ ვადით დაიკავებს.