ოპოზიცია „ოცნებისგან“ კონკრეტულ შეთავაზებებს ელოდება

06 დეკემბერი 2020, 18:20 817 ნახვა

ამ წუთებში „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის ლიდერები მართავენ შეხვედრას. ოპოზიცია ხელისუფლებისგან პასუხის და მოლაპარაკებების  მესამე  რაუნდის  მოლოდინშია.  შეხვედრა სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ  გაიმართება. ამის შემდეგაც უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, როგორც ხელისუფლების გეგმებზე, ასევე თავად იმ დოკუმენტზეც,  რომლითაც  ოპოზიციურმა  პარტიებმა  მათ მიმართეს. 

შეთანხმების მისაღწევად  ოპოზიციისთვის  მთავარი საკითხი ხელახალი არჩევნებია, აცხადებენ რომ ფორმებზე საუბარი შესაძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პარლამენტში შესვლას  არ აპირებენ.  რაც შეეხება პლებისციტის ალბათობას, ოპოზიციის ნაწილი მას არჩევნებამდე მისვლის გზად განიხილავს ნაწილი კი პირიქით, ფიქრობს რომ ეს არ არის სამართლებრივი ბერკეტი, რითაც მმართველ გუნდს არჩევნების ჩატარებას აიძულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი