საკოორდინაციო საბჭო

04 დეკემბერი 2020, 14:36 1517 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს ეპიდემიოლოგები   გაფართოებული ტესტირებით ხსნიან და არ გამორიცხავენ, რომ  უახლოეს დღეებში ინფიცირების მეტი შემთხვევა გამოვლინდეს. ასევე ჯერ მათთვისაც უცნობია დასჭირდება თუ არა კოვიდ გადატანილს ვაქცინის გაკეთება. ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ  მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, მოხდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირება, მისივე თქმით. კორონავირუსზე სტაციონარში ნებისმიერი დიაგნოზით მოთავსებული პაციენტი გაიტესტება. ასევე მიაღწიეს კონსენსუსს იმის შესახებ, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ამბულატორიები შაბათ კვირასაც იმუშავებენ. რაც შეეხება კითხვას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მისამართით  თუ რატომ ხვდებიან კოვიდ პაციენტები კლინიკებში ნაცნობობის გზით, განაცხადა, რომ "ნაცნობის თემა ძალიან უხერხულია, ამ შემთხვევაში", საწოლფონდის მართვის გართულებას კი, ის კლინიკებში თვითდინებით მისულ პაციენტებს უკავშირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი