ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, გვაახლოებს ნატო-ს წევრობასთან, მნიშვნელოვნად ზრდის თავსებადობას ალიანსის სტანდარტებთან განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანის განცხადებით, თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხმად აღიარა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე აქვს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი შედეგია ნატო-ს შესაბამისი ექსპერტების მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტი „ნატო 2030“.