ასლან ვაშაყმაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

03 დეკემბერი 2020, 11:42 1136 ნახვა

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის გამარჯვებული საქართველოს წევრს ბრალს დღეს წარუდგენენ. ასლან ვაშაყმაძე ფოთში მაშინ დააკავეს, როცა მას 239-ე პრიმა მუხლით აღძრულ საქმეზე უწყება უნდა ჩაბარებოდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ის პოლიციელებს თავს დაესხა და 253 პრიმა მუხლით დააკავეს. ფოთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული ვაშაყმაძე ადვოკატმა მოინახულა. როგორც მან თქვა ის არც პირველ და არც მეორე ბრალს არ აღიარებს. შეგახსენებთ ვაშაყმაძემ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო სადაც მოქალქეებს პოლიციელებზე ძალადობისკენ მოუწოდებდა. მოგვიანებით ვიდეო წაშალა და გამოაქვეყნა ვიდეო რომელშიც ბოდიშს იხდიდა. ასლან ვაშაყმაძეს რომელიც აჭარის მთვარობის სახლის წინ აქციაზე არაერთხელ სიტყვითაც გამოვიდა მისვლა აუკრძალეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და დაგმეს მისი ძალადობრივი მოწოდებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი