პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით გუშინ აჭარის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ირაკლი ჩხვირკია მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩება. ჩხვირკვიას პროცესი გვიან ღამით დასრულდა. დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლო აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე დღის წინ დაკავებულების საქმეზეც მიიღებს გადაწვეტილებას.