სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პრემიერ მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანეს კანცელარიში. ისინი ითხოვენ მიეცეთ სრულფასოვნად მუშაობის შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ იძულებული გახდებიან დაკეტონ ობიექტები. ეპიდ სიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ამჟამად სარესტორნო ბიზნესი გატანის სერვისზეა გადასული.