ბავშვთა ცხელი ხაზი 111 მოემსახურება შშმ ბავშვთა ყველა საჭიროებას

02 დეკემბერი 2020, 12:36 1020 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლების შესაძლებლობა ექნებათ კოვიდის მართვის პროცესში ჩასართავად და საჭირო კონსულტაციის მისაღებად დარეკონ ცხელ ხაზზე - 111. 

''შემდეგი მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც გვაქვს არის ბავშვთა ცხელი ხაზი 111. ეს ცხელი ხაზი ჯერ კიდევ გაზაფხულიდან მოქმედებს. მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას, კოვიდის მიმართულებით და არა მხოლოდ. 

ცხელ ხაზზე დაკავშირების შედეგად მშობლებს საშუალება ექნებათ, მათი საჭიროებები გადაეცეს ონლაინ კლინიკას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროშია დაარსებული და ყველაფერი იქნება აყვანილი თამარ ბარკალაიას  პირადი კონტროლის ქვეშ. ყველა საჭიროება, რომელიც ბავშვებს  და მშობლებს აქვთ იყოს გათვალისწინებული და მყისიერი რეაგირება განხორციელდეს'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი