პეტრას ციხის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

01 დეკემბერი 2020, 20:03 1508 ნახვა

პეტრას ციხეზე პირველ ვიზიტორს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებენ. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.

პანდემიის მიუხედავად, ისტორიული ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის პროცესი არ შეჩერებულა. ობიექტი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ზაურ ახვლედიანის განცხადებით, ტერიტორიაზე  მოეწყობა კაფე-რესტორნები და მუზეუმი, შესვლა კი ფასიანი გახდება.  ადგილზე კომერციული საქმიანობისთვის აუქციონი რამდენიმე თვეში გამოცხადდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი