აჭარაში კორნავირუსის 623 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

01 დეკემბერი 2020, 10:59 1328 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 623 ახალი შემთხვევა გამოვლინდა-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 997 პირი, მათ შორის მძიმეა 152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 56 პაციენტი.

საკარანტინო სივრცეშია მოთვსებული 1 039 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 11 362.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში