ხმაური ფიტნესცენტრში

29 ნოემბერი 2020, 20:55 1446 ნახვა

ბათუმში, „რეფორმერფიტნესის" შენობასთან ხმაურია. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

აღნიშნული კლუბი გუშინ პოლიციამ 10 ათას-ლარიანი ჯარიმით დააჯარიმა და გააფრთხილა, რომ განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.

ერთი მოქალაქე, რომელიც ფიტნეს კლუბში იმყოფებოდა, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს და აჭარის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ადგილზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები იმყოფებიან.  ფიტნეს კლუბთან ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი