უბედური შემთხვევა ჩოხატაურში. ახალგაზრდა კაცი, წუხელ გვიან ღამით, ქვის სამტეხ საამქროში მუშაობისას მძიმედ დაშავდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც - სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამოიწვია.