შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავა

28 ნოემბერი 2020, 12:20 1240 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირად ღირებულ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა.

შემდეგ კი, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად უკანონოდ დაუფლებული ქონების - ავტომობილების ლეგალიზება მოახდინა. დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობს, კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების შექმნა/წევრობა და ფულის გათეთრება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი